ENG


ზალცბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინ კვირეული, ერასმუს+

9 / 11 / 2022

 
თსსა დიზაინის ფაკულტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ჯგუფი, ა.წ. 5-9 დეკემბერს,  მიწვეულია ავსტრიის  ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის  მე-10 საიუბილეო საერთაშორისო დიზაინ კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი ხორციელდება თსს აკადემიასა და ზალცბურგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ერასმუს ინსტიტუციური  ხელშეკრულების ფარგლებში.
საერთაშორისო დიზაინ კვირეულში მონაწილე სხვა უნივერსიტეტები (ჯამში 80 სტუდენტი და 12 პროფესორი):
- FH Salzburg, ავსტრია -  ვორქშოფებს გაუძღვებიან Dr. Michael Ebner, Mag. Marcus Schranzer, Msc. Michelle Johnson, Prof. Dr. Günther Grall
- Hochschule für Technik Stuttgart, გერმანია,  ვორქშოფს გაუძღვება პროფ.    Karsten Weigel
- Technical University Brno, ჩეხეთი, ვორქშოფებს გაუძღვებიან  Ing. Pavol Luptak, Darina Zelenitca
- Bahecesir University Istanbul, ვორქშოფებს გაუძღვებიან პროფ. Dr. Elcin Tezel,  Arch. Sinan Polvan

პროექტი წარმოადგენს ა.წ. აპრილში, თსსა დიზაინის ფაკულტეტზე განხორციელებული გაცვლითი პროექტის მეორე ეტაპს. პირველი ეტაპი მოიცავდა ზალცბურგის უნივერსიტეტის  36 სტუდენტისა და 3 პროფესორისგან შემდგარი ჯგუფის ერთობლივი ვორქშოფების სერიას დიზაინის ფაკულტეტზე, ქართველი სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით, ხოლო  მეორე ეტაპი კი თსსა, 5 აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის  და  12 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფის მონაწილეობას  საერთაშორისო დიზაინ კვირეულში:  
·         პროექტის ხელმძღვანელი, თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი და ერასმუს კოორდინატორი: მაია ყიფიანი
·         დიზაინის ფაკულტეტის პროფესორები: ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი - თინათინ კლდიაშვილი, სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი- ჯუმბერ ბეჭვაია და მოადგილე სვეტლანა მხჩიანი
·         დიზაინის ფაკულტეტის  კოორდინატორი- ნატა ნიკოლეიშვილი
·         დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები შემდეგი სპეციალობებიდან:
ტექსტილის დიზაინი - ლიზი კვინიკაძე, მარიამ  მამულაიშვილი, სალომე ცქიტიშვილი, ელენე კვარაცხელია,                                                     სამრეწველო დიზაინი-ანა შავთვალაძე, მარიამ სანაია, თეო სუხიტაშვილი,  
ავეჯის დიზაინი-რამაზ თაყაშვილი, ლიკა წერეთელი, ელენე ნაცვლიშვილი, ეკა საპანაძე, დაჩი ხაზალია                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                
საერთაშორისო დიზაინ კვირეულში მონაწილეობა მოიცავს ვორქშოფებში მონაწილეობას, ზალცბურგის და სხვა მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.

шаблоны для dle 11.2