|
თსსა ‘ლურჯი სუფრის’ ლაბორატორიის მონაწილეობა მილანის გამოფენა/ბაზრობაში AF-L’Artigiano თსს აკადემიის ლურჯი სუფრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია ყოველწლიურად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობას იღებს მილანის რეწვის ნიმუშების საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე AF-L’Artigiano, the Global Village of Arts and crafts. ა.წ. 3-11 დეკემბერს, კვლავ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თსს აკადემია წარდგება პროექტით ‘ლურჯი სუფრა და მისი ორნამენტების მოტივებზე შექმნილი ნიმუშები მილანის საერთაშორისო გამოფენაზე AF-L’Artigiano’, სადაც გამოფენს ლურჯ სუფრებს და ტექსტილის დიზაინის ნიმუშებს, რომლებიც ეფუძნება XX საუკუნეში აღორძინებულ, ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილისგან დამზადებული სახიანი ქსოვილის ბეჭდვის XVI საუკუნის ქართულ ტრადიციას, და შესრულებულია ტრადიციული ცივი კუბური ღებვის მეთოდით, და თანამედროვე - ფოტოფილმბეჭდვით. მილანში ქართულ პავილიონს და პროექტს წარადგენენ თსსა ტექსტილის დიზაინერები ეკატერინე გეგუჩაძე და ლურჯი სუფრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის წარმომადგენელი ელდა ჭურღულაშვილი. |