ENG


ერასმუს სამეცნიერო დღეები 2022/ მაროკო

15 / 11 / 2022

 
ა.წ. 17-18 ოქტომბერს, მაროკოში, ქ. მარაკეშში გაიმართა კონფერენცია „ერასმუს სამეცნიერო დღეები 2022“, სადაც წარდგენილი იყო და გამარჯვება მოიპოვა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ესპანეთის - პალმას ხელოვნების და დიზაინის უმაღლესი სკოლის ‘Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears’ ერთობლივმა პროექტმა.    
პირველი, რაც მარაკეშის „ერასმუს სამეცნიერო დღეები 2022“  საკონფერენციო დარბაზის შესასვლელთან იყო წარმოდგენილი - ბილბორდი მოხსენების ანოტაციის ტექსტით და  ფოტოებით ვორქშოფების თემაზე „თეთრი ქრონოტოპი - სხვადასხვა მედიის გამოყენებით“ (შშმ პირების ჩართულობის შესახებ სახელოვნებო აქტივობებში), რომელიც ესპანეთის ქალაქ პალმა დე მალორკას, ბალეარის უნივერსიტეტში ჩაატარეს თსსა პროფესორ-პედაგოგებმა ქეთევან მატაბელმა, ნინო მგალობლიშვილმა და თამარ მალაზონიამ. ბილბორდზე ასევე წარმოდგენილი იყო ესპანელი პროფესორების თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული ვორქშოფების ამსახველი ფოტოები  Jordi Miquel SEMPERE ‘‘Lettering For Society’’ (გრაფიკა ), Miquel MUNTANER ESTARELLAS ‘Collaborative Open Source Animation ’ (ანიმაცია), Maria del Pilar ROVIRA SERRANO ‘Inclusive Fashion Design’ (მოდის დიზაინი შშმ პირებისთვის).
ქართულ-ესპანური პროფესორ-პედაგოგების ჯგუფი პირადად იყო მიწვეული კონფერენციაზე, სადაც მოხსენება წარადგინა მარია პილარ როვირა სერაონომ (Maria del Pilar ROVIRA SERRANO)  „საქართველოდან ესპანეთამდე, იბერიული კავშირები ექვს Erasmus+ KA107 პროექტში - სასწავლო გამოცდილების გაზიარება დიზაინის მიმართულებით, სოციალური ინოვაციისთვის“, რომელიც ეფუძნება 2021 წელს, თსს აკადემიაში და პალმაში ჩატარებულ, ქართველი და ესპანელი პოფესორების ექვსი გაცვლითი ვორქშოფის მასალას. სამეცნიერო კონფერენციაზე, ასევე გამოქვეყნდება მათი ნაშრომი.
აღსანიშნავია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარდგენილი ერთობლივი ინტერნაციონალური პროექტის გამარჯვებას ხელი შეუწყო თსსა-ს და ესპანელ პროფესორ-პედაგოგების საერთაშორისო ერასმუს+ გაცვლითი სასწავლო პროგრამების  მეშვეობით შემდგარმა ურთიერთობებმა. ბალეარის უნივერსიტეტში ჩატარებულ სემინარებზე ესპანელი სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრების წარმატებული გამოფენის განხორციელების შემდეგ, ქართველმა პედაგოგებმა ესპანელი კოლეგების მხრიდან მიიღეს შეთავაზება და დაიგეგმა სამომვლო ერთობლივი საგამნათლებლო-შემომქედებით პროექტები, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია შემდგომი პროფესიული ურთიერთკავშირების გასაღრმავებლად.
თსსა პროფესორ-პედაგოგათა და მათი ესპანელი კოლეგების  გამარჯვება „ერასმუს სამეცნიერო დღეები 2022“  მარაკეშში დაგეგმილი საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს  საგანმანათლებლო სისტემაში პედაგოგიური მიმართულებით ინოვაციური მიდგომების შემუშავებას.
шаблоны для dle 11.2