ENG


სტუდენტების საყურადღებოდ! კონკურსი თემაზე „აფხაზეთი“

16 / 11 / 2022

 
კონკურსის ვადები: 2022 წლის 20 ნოემბერი - 20 დეკემბერი. 
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 20 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, უნდა შექმნან ნახატი ოკუპირებული აფხაზეთის თემაზე. ნამუშევრის შესაქმნელად, სტუდენტი სრულიად თავისუფალია მასალისა და ტექნიკის გამოყენებაში. 
12 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, საკონკურსო კომისია განიხილავს ნამუშევრებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრემიები:
1 ადგილი - 1500 ლარი
2 ადგილი - 1000 ლარი
3 ადგილი - 500 ლარი
დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 20 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 
საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე
ელ-ფოსტა: anamikeladze@hotmail.com
ტელ: 599 222 012

шаблоны для dle 11.2