ENG


საერთაშორისო კონკურსი არტისტული წიგნის დარგში და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია!

16 / 11 / 2022

 
კირილე ზდანევიჩის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეოდ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ძმები ზდანევიჩების ფონდის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 
ა.წ. 17-19 ნოემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსის არტისტული წიგნის დარგში - ‘K.Z. Art Prize’ ფარგლებში იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:  
 17 ნოემბერი
11:00-15:00 - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
▫️რეჟის გეირო - „ილია ზდანევიჩის საქართველო“;
▫️კეტრინ ბოსკია-კამპანერი - „ილია ზდანევიჩი და იბირონკე აკინსემოინი. ერთი სიყვარულის ისტორია“;
▫️კორნელია იჩინი - „იუგოსლავიის ავანგარდული გაერთიანება ზენიტის წიგნები“.
▫️ლიანა დიმიტრიევა - „41 გრადუსის წიგნები. ენის ასპექტი“;
 18 ნოემბერი
 11:00-15:00
▫️რეჟის გეიროსა და კორნელია იჩინის ლექციები სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან.
▫️16:00 - არტისტული წიგნის ჟიურის შეხვედრა კონკურსის მონაწილეებთან;
19 ნოემბერი
16:00-18:00 - არტისტული წიგნის გამოფენა, გამარჯვებულის დაჯილდოება და კონკურსის დახურვა. 
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N22 - სამხატვრო აკადემია
шаблоны для dle 11.2