ENG


საგანმანათლებლო-შემოქმედებითი, ექსპერიმენტული პროექტი "ვიბრაცია"

17 / 11 / 2022

 
საგანმანათლებლო-შემოქმედებითი, ექსპერიმენტული პროექტი ,,ვიბრაცია’’
მონაწილეები : თსსა მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები.
პროექტის ხელმძღვანელი : ნინო მგალობლიშვილი
სტუდენტურ ჯგუფებს ხელმძღვანელობენ : ნინო მგალობლიშვილი, ეკატერინე ჩხუტიშვილი, მარიამ ბერიძე, ნინო ჯაში, ლეილა ენუქიძე
სტუდენტები, კურსდამთავრებულები : ასლამაზაშვილი ნაო, აკოპიანი მილენა, ზურაბიანი დინარა, კერტიშვილი ნინი, კორობკოვი დიმა, ნიკვაშვილი ნია, შერმანი დავითი, ხორნაული ბარბარე, ჯინჭარშვილი გვანცი
პოსტერის ავტორი : თეო გაგლოევა
პროექტი ორიენტირებულია სტუდენტებში  სპეციფიკური დიზაინერული აზროვნების (Design thinking) განვითარებაზე, განათლების ახალი შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების  შემუშავებასა და ექსპერიმენტულ გადამოწმებაზე, სტუდენტებისათვის  თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის უზრუნველყოფაზე.
პროექტის  ამოცანები :
ექსპერიმენტული, შემოქმედებითი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით იდეების გენერირება დიზაინ ფორმებში; სივრცისა (პანოები) და ადამიანის სხეულის შორის კავშირების დამყარების სიმბოლიზაცია; ეკოპრინტისა და მეორადი, გადამუშავებული მასალის გამოყენებით ახალი იდეის ფორმირება; ასოციაციური კავშირები სილუეტის, ფორმა-ობიექტსა და ტექსტურას შორის; დინამიური და სტატიური სკულპტურების თავისუფალი სპეციფიკური ტექნიკით შესრულება; სტუდენტების აქტიური ჩართულობა შემოქმედებით-ექსპერიმენტულ პროცესში; საპროექტო საქმიანობის, ახალი ტექოლოგიების უნარ-ჩვევების შეძენა.
ფორმატი - მრავალფიგურიანი ინსტალაცია (Op art, ეკოპრინტი, პაპიე-მაშე/Papier-mâché, ქსოვილის ტექნოლოგიები)
ექსპოზიციაზე ასევე  წარმოდგენილია მოდის დიზაინის სტუდენტური ნამუშევრები ,,Fashion ილუსტრაციები’’ .                   სტუდენტურ ჯგუფს ხელმძღვანელობენ : ანუკა ჩაკვეტაძე, თეა ბოდოკია                                      
ექსპოზიცია : 18-20 ნოემბერი, 18.00 - 20:00
მისამართი: გრიბოედოვის 22, სართული VI, საექსპოზიციო სივრცე
მხარდამჭერი ორგანიზაცია :
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ria keburia foundation
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
шаблоны для dle 11.2