ცენტრის მისია: სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს გაუმარტივოს აკადემიური მიზნების განხორციელება, უზრუნველყოს მათი ინტერესების, სპეციალობების, ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით შესაფერისი ვაკანსიების, სტაჟირების, საუნივერსიტეტო, სახელმწიფო თუ საერთაშორისო სტიპენდიების, მასტერკლასების, კონფერენციებისა და სემინარების შესახებ ინფორმაციის მოძიებითა და მიწოდებით.
მიზნები:- სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში;
- სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება სამუშაო ადგილების, სტაჟირების, მასტერკლასის და სემინარების შესახებ, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების საშუალებით;
რეგულარული ტრენინგები: CV, პორტფოლიო, სამოტივაციო წერილი და სხვა.
- სტუდენტების ხელშეწყობა კარიერის დასწყებად: თემატური ღონისძიებები, სემინარები, შეხვედრები, დასაქმების ფორუმები;
- კონკრეტულ და პოტენციურ დამსაქმებელთან შეხვედრების ორგანიზება, მათი მოწვევა გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი
10:00-დან 17:00 საათამდე. შესვენება:
13:00-დან 14:00 საათამდე. ინდივიდუალური კონსულტაციები:
ყოველხუთშაბათს 15:00-დან 17:00 სააათამდე.საკონტაქტო პირი:
თათა ქარსელაძე (+995) 551385544ელ.ფოსტა tamar.karseladze@art.edu.ge шаблоны для dle 11.2