ENG


კონკურსი სტუდენტებისთვის!

21 / 11 / 2022

 
რა არის "Summer Work & Travel"? - ეს არის საზაფხულო კულტურულ-გაცვლითი პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქმდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვის განმავლობაში და დამატებით 1 თვე ეძლევათ ამერიკაში მოგზაურობისთვის (ნებაყოფლობითი).
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია:
** ასაკი 18-დან 28 წლის ჩათვლით;
** ინგლისურის ენის ცოდნის დონე - B2-დან;
** აქტიური სტუდენტური სტატუსი;
** არასდროს ყოფილა Work & Travel USA პროგრამის მონაწილე;
კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა მითითებულ პირობას. კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს საქართველოს რეგიონებიდან.
დაფინანსება ითვალისწინებს:
** პროგრამაში მონაწილეობის საფასური;
** ორმხრივი ავიაბილეთი;
** 3 დღიანი სემინარი NEW YORK CITY-ში;
** სემინარის განმავლობაში საცხოვრებლის, კვების და აქტივობების ხარჯები;
** დასაქმების უზრუნველყოფა ზაფხულის განმავლობაში;
** სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უსაფრთხოების უზრუნველყოფა ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე;
დაფინანსება არ ითვალისწინებს:
** სავიზო მოსაკრებლის გადახდას (160$);
** მუშაობის დროს საცხოვრებლის/კვების ხარჯებს, რაც უნდა დაიფაროს თქვენი ხელფასიდან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 ნოემბერი.
საკონტაქტო პირი:
Teo Kvatashidze
WAT Program Manager
Tel: (032)296-77-99; +995 595 88 50 05
шаблоны для dle 11.2