ENG


გამოფენა “ჰენრიკ ჰრინევსკი - კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება”

26 / 11 / 2022

 
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილეს ფარგლებში  30 ნოემბერს, სამხატვრო აკადემიაში იხსნება გამოფენა “ჰენრიკ ჰრინევსკი - კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება”.

ჰენრიკ ჰრინევსკი, პოლონელ-ქართველი მხატვარი და ხუროთმოძღვრების მკვლევარი, 1918-1921 წლებში “კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების” დირექტორი, ხოლო 1922 წლიდან სამხატვრო აკადემიის პროფესორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ჰრინევსკის ნამუშევრები დაცულია სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდში და დამთვალიერებლებისთვის პირველად იფინება.

ჰენრიკ ჰრინევსკის აღნიშნული გამოფენით, ფართო საზოგადოებისთვის იხსნება სამხატვრო აკადემიის ისტორიის და მნიშვნელობის ამსახველი ციკლი, რომელიც ეტაპობრივად მოიცავს გამოფენებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.

გახსნა: 30 ნოემბერი, 15:00 საათი
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეшаблоны для dle 11.2