ENG


გამოფენა - „ჰენრიკ ჰრინევსკი, კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება“

5 / 12 / 2022

 
30 ნოემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსების მე-100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა გამოფენა - „ჰენრიკ ჰრინევსკი, კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოება“. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილია ჰენრიკ ჰრინევსკის 200-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო დაცული სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდში და პირველად გამოიფინა. ექსპოზიციით გაიხსნა სამხატვრო აკადემიის ისტორიისა და მნიშვნელობის ამსახველი ციკლი, რომელიც მოიცავს გამოფენებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.
გამოფენის კურატორი - ნინო გუჯაბიძე
თანაკურატორი - ნატალია ნიქაცაძე
რარიტეტების სპეციალისტი და გამოფენის კონსულტანტი - ირინა ელიოზოვა
шаблоны для dle 11.2