2 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ, აკადემიის გუნდთან ერთად, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძესა და ქართულ-ბრიტანულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა შემოქმედებითი ენტეპრენერობის ბრიტანული მოდელის უკვე არსებული კომპონენტების კიდევ მეტი გაძლიერება სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესში და სამომავლო სერვისებში, ისევე როგორც შემოქმედებითი ჰაბების ბრიტანული მოდელის გაზიარება და ზოგადად, ქართულ-ბრიტანული კულტურული დიალოგისა და ურთიერთობების მდგრადობის შენარჩუნება.
შეხვედრის მონაწილეები: ნადია ტრუბოვა - ბრიტანეთის საბჭოს გაფართოებული ევროპის პროგრამების მენეჯერი; მაია დარჩია - ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების, განათლებისადა ინგლისურის პროექტების მენეჯერი; სამხატვრო აკადემიის პარტნიორი, ბრიტანული ორგანიზაციის Advantage Creative-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰოლმსი; Harleem Art Space დირექტორი ქეთრინ როჯერსი; სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და შემოქმედებითი განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი - თამარ შავგულიძე; რექტორის აპარატის უფროსი - ქეთევან ნემსაძე და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი მაია ყიფიანი.