ENG


დიზაინის ფაკულტეტი ზალცბურგის საერთაშორისო დიზაინ კვირეულში

15 / 12 / 2022

 
სამხატვრო აკადემიის - დიზაინის ფაკულტეტის მონაწილეობა ქალაქ ზალცბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინ კვირეულში, ერასმუს+
თსსა დიზაინის ფაკულტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ჯგუფმა, ა.წ. 5-9 დეკემბერს, მონაწილეობა მიიღო ავსტრიის, ქ. ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინ კვირეულში, სამხატვრო აკადემიასა და ზალცბურგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ერასმუს ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში.
დიზაინ კვირეულში მონაწილეობის პარალელურად, შეხვედრა შედგა ზალცბურგის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ვიცე-რექტორთან და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლებთან, დიზაინის ფაკულტეტის დეკანთან და პროფესორებთან. გადაწყდა, რომ ზალცბურგის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა და პროფესორთა ჯგუფების მონაწილეობას გაცვლით დიზაინის კვირეულებში, ექნება ყოველწლიური ფორმატი
საერთაშორისო დიზაინ კვირეულში მონაწილეობდა ხუთი უნივერსიტეტის სტუდენტებისგან (ჯამში 80 სტუდენტი და 12 პროფესორი) შემდგარი 12 შერეული ჯგუფი, მათ შორის:
- FH Salzburg, ავსტრია - ვორქშოფებს უძღვებოდნენ Dr. Michael Ebner, Mag. Marcus Schranzer, Msc. Michelle Johnson, Prof. Dr. Günther Grall;
- Hochschule für Technik Stuttgart, გერმანია, ვორქშოფს უძღვებოდა პროფესორი Karsten Weigel;
- Technical University Brno, ჩეხეთი, ვორქშოფებს უძღვებოდნენ Ing. Pavol Luptak, Darina Zelenitca
- Bahecesir University Istanbul, ვორქშოფებს უძღვებოდნენ პროფესორები - Dr. Elcin Tezel, Arch. Sinan Polvan;
- თსსა ვორქშოფებს უძღვებოდნენ დიზაინის ფაკულტეტის პროფესორები: ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი - თინათინ კლდიაშვილი, სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი - ჯუმბერ ბეჭვაია და მოადგილე სვეტლანა მხჩიანი.
პროექტის ხელმძღვანელი, თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი და ერასმუს კოორდინატორი: მაია ყიფიანი და დიზაინის ფაკულტეტის კოორდინატორი - ნატა ნიკოლეიშვილი;
ასევე, დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები შემდეგი სპეციალობებიდან:
ტექსტილის დიზაინი - ლიზი კვინიკაძე, მარიამ მამულაიშვილი, სალომე ცქიტიშვილი, ელენე კვარაცხელია;
სამრეწველო დიზაინი -ანა შავთვალაძე, მარიამ სანაია, თეო სუხიტაშვილი;
ავეჯის დიზაინი - რევაზ ტაკაშვილი, ლიკა წერეთელი, ელენე ნაცვლიშვილი, ეკა საპანაძე, დაჩი ხაზალია
шаблоны для dle 11.2