ENG


ხათუნა მზარელუას წიგნის - „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე) პრეზენტაცია

16 / 12 / 2022

 
2022 წლის 14 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - ჟურნალისტის, თანამედროვე ცეკვის მკვლევრისა და ფრანკოფონი პოეტის, ხათუნა მზარელუას წიგნის - „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე) პრეზენტაცია გაიმართა. ავტორი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ესაუბრა ქართული და ევროპული თანამედროვე ცეკვისა და კლასიკური ბალეტის ჩვიდმეტ დადგმაზე, რომელთა საშუალებითაც წიგნში წარმოდგენილია ცეკვის ხელოვნების განვითარების გზა, კავშირები ლიტერატურასთან თუ ზოგადად, შემოქმედებით პროცესებთან. წიგნის გამოცემის მთავარი ფინანსური ხელშემწყობი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.шаблоны для dle 11.2