ENG


ერასმუს მობილობის კონკურსი, ბრატისლავა, სლოვაკეთი

19 / 12 / 2022

 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა  სახვითი  ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ან 2 საკონკურსო ადგილი),  2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის, სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში -  Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD)
 
გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 26 დეკემბერი, 2022
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თსსა-მ შემოთავაზება დაგვიანებით მიიღო)
 
საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ანა მიქელაძე   -  ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·         სლოვაკეთის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია სლოვაკეთის საკონსულოში ქ. ანკარაში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ


шаблоны для dle 11.2