ENG


ზალცბურგში დიზაინის საერთაშრისო კვირეულის მონაწილეების შეხვედრა რექტორთან

27 / 12 / 2022

 
4-11 დეკემბერს, ავსტრიაში, ქ. ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - FH Salzburg University, დიზაინის საერთაშრისო კვირეული გაიმართა, რომელშიც Hochschule für Technik Stuttgart – (გერმანია), Technical University Brno – (ჩეხეთი), Bahecesir University Istanbul – (თურქეთი) ერთად, მონაწილეობა მიიღეს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - დიზაინის ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა. 5 დღის განმავლობაში, სტუდენტებმა იმუშავეს ჯგუფებში და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებით შექმნეს დიზაინის ნიმუშები.
22 დეკემბერს, ვორქშოფების მონაწილე სტუდენტები და ჯგუფის ხელმძღვანელები: მაია ქოიავა-ყიფიანი, თინათინ კლდიაშვილი, ჯუმბერ ბეჭვაია, სვეტლანა მხჩიანი და ნატა ნიკოლეიშვილი, სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქაუთათელაძეს შეხვდნენ და ავსტრიაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. სამრეწველო დიზაინის სტუდენტმა - თეო სუხიტაშვილმა, სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულების სტუდენტებმა - ლიკა წერეთელმა, ანა საპანაძემ და ელენე ნაცვლიშვილმა, ასევე ტექსტილის დიზაინის სტუდენტებმა - სალომე ცქიტიშვილმა, მარიამ მამულაიშვილმა და ელენე კვარაცხელიამ, მათ მიერ შექმნილი ნიმუშების პრეზენტაცია წარმოადგინეს.


шаблоны для dle 11.2