|
2022 წლის 26 დეკემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა გამოფენა - საგანმანათლებლო-შემოქმედებით ექსპერიმენტული პროექტის "ვიბრაცია" ფარგლებში. პროექტი წარმოადგინეს სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის - მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და პედაგოგებმა. პროექტის ფორმატი - პერფომანსი, მრავალფიგურიანი ინსტალაცია (Op art, ეკოპრინტი, პაპიე-მაშე/Papier-mâché, ქსოვილის ექსპერიმენტული ტექნოლოგიები). ხელმძღვანელი - ნინო მგალობლიშვილი |