|
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარეობს გამოფენა - ქართულ-იაპონური მანგა. გამოფენაზე წარმოდგენილია სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, თინა ცხადაძის გრაფიკული ილუსტრაციების სერია - ვაჟა-ფშაველას პოემის, ,,სტუმარ-მასპინძელი,, მიხედვით. ილუსტრაციები მანგას სტილშია შესრულებული. წიგნი ორენოვანია (ქართულ-იაპონური). იაპონური თარგმანის ავტორია იასუჰირო კოჯიმა. წიგნი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. გამოფენა გრძელდება 15 იანვრის ჩათვლით მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11 |