ENG


"იუნესკოს 2022-2023 მონაწილეობის" პროგრამის გამარჯვებული, ახალი პროექტი- "ტექსტილის სახელოსნოები რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის"

17 / 01 / 2023

 
თსს აკადემიის მიერ ინიცირებული, "იუნესკოს (UNESCO) 2022-2023 მონაწილეობის" პროგრამის გამარჯვებული, ახალი პროექტი- "ტექსტილის სახელოსნოები რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის" აკადემიის, უკვე განხორციელებული პროექტის "ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის" გაგრძელება/განვითარებას წარმოადგენს, რადგანაც პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა "იუნესკოს (UNESCO) 2020-2021 მონაწილეობის" პროგრამის ფარგლებში. ზემოაღნიშნული ახალი ინიციატივა კი უკვე განხორციელებულ პროექტის მიღწეული მიზნების, კერძოდ კი, ქსოვილის დიზაინის სწავლების შედეგების იმპლემენტაციას, პანკისისა და გორის რეგიონებში სახელოსნოების მაღალი სტანდარტით ფუნქციონირების, შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტისთვის შეირჩა საქართველოს 2 რეგიონი, ახმეტის მუნიციპალიტეტი-პანკისი, მულტიკულტურული კონტექსტის გათვალისწინებით (რეგიონი ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული) და შიდა ქართლის რეგიონი, გორის მუნიციპალიტეტი, ქ. გორი. მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია აღნიშნული რეგიონების კულტურული ღირშესანიშნაობები და ისტორიული მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე, ტურისტების დიდი ინტერესი.

აღსანიშნავია, რომ პანკისის რეგიონში მატყლის დამუშავებისა და თექის წარმოების ისტორიული ტრადიცია არსებობს და ახმეტის მუნიციპალიტეტთან არსებული სახელოსნო ამ მიმართულებით მუშაობს, ხოლო გორის სახელოსნო მუნიციპალიტეტისა და გორის ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმთან არსებობს და ასევე ტექტილის მიმართულებით ვითარდება.

ზემოაღნიშნული პროექტი გრძელვადიანი პერსპექტივაში თსს აკადემიის 2011 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული "ლურჯი სუფრების ლაბორატორია", რომელიც ქართული ქსოვილის დიზაინის, ლურჯი სუფრის მიმართულების, სასწავლო, ასევე კვლევით/ექსპერიმენტულ სახელოსნოს წარმოადგენს, მიზანმიმართული იყო შემოქმედებითი პროდუქციის გაყიდვებზე, ტექსტილის სფეროში მოღვაწე დიზაინერების დასაქმებაზე, კომერციული ფუნქციონირების მიდგომებზე და საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობებში მონაწილეობასა და საერთაშორისო გაყიდვებზე, ა.შ. სახელოსნო პროფესიულ პარტნიორობას განაგრძობს რეგიონების სახელოსნოებთან, ერთობლივი პროფესიული და კომერციული საქმიანობის იმპლემენტაციის მიზნით.

გორის რაიონის, სოფელი მეჯვრისხევის ტექსტილის სახელოსნო

პროექტში გამოყენებული ტექნოლოგიები და შექმნილი პროდუქცია:

· აბრეშუმის ქსოვილის მოხატვა (ცივი ბატიკის ტექნიკა);

· მხატვრული ღებვა (შიბორი);

· მატყლის გამოყენებით მშრალი და სველი თელვა (თექა);

· ქვილთი (პატარა ქსოვილის ნაჭრების გამოყენებით სრულფასოვანი ქსოვილის შექმნა);

· აპლიკაცია (სხვადასხვა ქსოვილიდან გამოჭრილი ფიგურებით ქსოვილის გაფორმება);

· ქარგვა (ოქრომკერდის მარტივი ტექნიკა).


პროდუქცია, შექმნილი სხვადასხვა ტექნოლოგიებით შექმნილი ქსოვილისგან, შეიკერა:

1ც პალტო, 3ც პიჯაკი, 6ც მანდილი, 7ც ყაბალახი, 4ც თავშალი და 12ც ცხვირსახოცი

ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მდებარე ქალთა ცენტრის ბაზაზე არსებული ტექსტილის სახელოსნო.

პროექტში გამოყენებული ტექნოლოგიები და შექმნილი პროდუქცია:

· აბრეშუმის ქსოვილის მოხატვა (ცივი ბატიკის ტექნიკა);

· მხატვრული ღებვა (შიბორი);

· მატყლის გამოყენებით მშრალი და სველი თელვა (თექა);

· ქვილთი (პატარა ქსოვილის ნაჭრებისგან გამოყენებით სრულფასოვანი ქსოვილის შექმნა);

· აპლიკაცია(სხვადასხვა ქსოვილიდან გამჭრილი ფიგურებით ქსოვილის გაფორმება);

· ქარგვა (ოქრომკერდის მარტივი ტექნიკა);


· სხვადასხვა ტიპის ქსოვილის მასალით დაქვილთული ახალი ტიპის ქსოვილის გამოყენება პროდუქტის შესაქმნელად (ძაფის გამოყენებით ქსოვილის დალიანდაგება).

სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ქსოვილებისგან პროდუქციის დამზადება, შეიკერა:

3 ც პალტო, 4 ც პიჯაკი, 4 ც მანდილი, 4 ც ყაბალახი, 4 ც თავშალი, 10 ც ცხვირსახოცი და 8 ც დეკორატიული სათამაშო.шаблоны для dle 11.2