|
სამხატვრო აკადემიას ეწვია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშე ალექსანდრა რიშტერი, კულტურისა და კომუნიკაციის საკითხებში პასუხისმგებელი პირი სალომე მურვანიძე და სააგენტო Campus France-ის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე. შედგა შეხვედრა თსსა რექტორთან, პროფესორ ყარამან ქუთათელაძესთან და აკადემიის წარმომადგენლებთან - ვიცე-რექტორ თინათინ კლდიაშვილთან, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროს მაია ყიფიანთან. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ფრანგულენოვან უნივერსიტეტებთან. |