ENG


კონკურსი - „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“

2 / 02 / 2023

 
კულტურის სამინისტროში გამოცხადდა კონკურსი - „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კონკურსი - „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“ - გამოცხადდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ისაუბრა.

კონკურსის მიზანია ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობით კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა; შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა; წახალისება და მოტივაციის ამაღლება.
მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ კონკურსისთვის გამოყო 60 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. კულტურის სამინისტროში შემოვიდა 10 საკონკურსო განცხადება, რომელთაგან დაფინანსდა ოთხი პროექტი; 2022 წელს საკონკურსო ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი. სამინისტროში შემოვიდა 13 განცხადება, დაფინანსდა შვიდი პროექტი.

კონკურსში - „კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების ხელშეწყობა“ - შესაძლებელია, უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომლის პროექტი ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს - კერძო და მუნიციპალურ სახელოვნებო სასწავლებლებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სახელოვნებო განათლებასა და შესაბამისი სასწავლებლების ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განცხადების წარდგენა.

საკონკურსო პროექტის/ღონისძიების დაწყების თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 6 მარტი, ხოლო პროექტის დასრულების თარიღად - 2023 წლის 1-ლი ნოემბერი.

საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან 2023 წლის 10 თებერვლის 12:00 საათამდე ნაბეჭდი სახით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info@culture.gov.ge. მსურველებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ნომრებზე: 032 2 02 22 29; 5 99 02 01 98.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 22 თებერვლისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
 დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh
 ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau
 საკონკურსო პირობები- https://cutt.ly/P9ZRNrl шаблоны для dle 11.2