|
ცხადდება სტუდენტთა ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი (1 ადგილი), თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - მოდის და ტექსტილის დიზაინის მიმართულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. მობილობა გულისხმობს სამთვიან სწავლას რუმინეთის ქ. იასის „George Enescu“ ხელოვნების ეროვნულ უნივერსიტეტში - National University of Arts George Enescu (UNAGE), Iasi, Romania, გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: · CV . პორტფოლიო ინგლისურ ენაზე · ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) · მოტივაციის წერილი · ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2 დონე) ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული სამხატვრო აკადემიის უცხო ენის პედაგოგის მიერ. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 14 თებერვალი საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი - ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge, ტელ: 593799960 აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: · დიზაინის ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი · ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს გარკვეული ხარჯები (სავიზო, მგზავრობის, დაზღვევის) მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი რუმინეთში ჩასვლის და დოკუმენტების პერსონალურად ხელმოწერის შემდეგ. |