|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებში სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებმა, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ განცხადებით 2023 წლის პირველი თებერვლიდან პირველი მაისის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7). დანართი 1 დანართი 2 |