ENG


მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში, ქალბატონ ტანია ჰუტის ვიზიტი

17 / 02 / 2023

 
16 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში, ქალბატონი ტანია ჰუტი. სტუმარს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი, ასევე რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორი და დეკანის მოადგილე - ნინო ჭოღოშვილი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.шаблоны для dle 11.2