27 თებერვალს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიის ელჩი საქართველოში - თომას მიულმანი. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი, რექტორის აპარატის უფროსი, ქეთევან ნემსაძე და პროექტების კოორდინატორი - ვატო წერეთელი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.
шаблоны для dle 11.2