ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! ღია კარის დღე!

6 / 03 / 2023

 
ღია კარის დღე - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების მსურველი აბიტურიენტებისთვის!

2023 წელს, სამხატვრო აკადემიაში, აკადემიის რექტორის მიერ ინიცირებული სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, 2023 წლის 9 მარტს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, სამხატვრო აკადემიაში ჩატარდება ღია კარის დღე. ღია კარის დღეზე დასწრება თავისუფალია. მათთვის, ვისაც სურვილი ექნება შეხვედრას დაესწროს დისტანციურ ფორმატში, გთხოვთ იხილოთ თანდართული ZOOM-ის ბმული:
Meeting ID: 552 778 4905
Passcode: 773455
დეტალურ ინფორმაციას შემოქმედებითი კონკურსის შესახებ აბიტურიენტებს გააცნობენ - სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, ფაკულტეტების დეკანები, ასევე სამხატვრო აკადემიის სასწავლო და ხარისხის მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული 2023 წლის შემოქმედებითი ტურის დებულება, რომელშიც განმარტებულია თითოეული კომპონენტის მოცულობა, ფორმატი, მასალა და ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები, გთხოვთ იხილოთ სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე - art.edu.ge.
მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N22
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, II სართული, სააქტო დარბაზი
გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით 9 მარტს, სამხატვრო აკადემიაში! шаблоны для dle 11.2