|
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ინიცირებული ახალი ფორმატის შემოქმედებითი კონკურსის შესახებ, 2023 წლის 14-17 მარტს ღია კარის კვირეული გაიმართება. დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდებიან ფაკულტეტების წარმომადგენლები, რომლებიც განმარტავენ 2023 წლის ახალი ფორმატის შემოქმედებითი კონკურსის ყველა დეტალს და მოცემულობას. გთხოვთ, იხილოთ განრიგი: ![]() ![]() ![]() ![]() მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N22 - სამხატვრო აკადემია, II სართული, დიდი საგამოფენო დარბაზი. გისურვებთ წარმატებას! |