|
ცენტრის მიერ 2023 წლის 1-ელ მარტს გამოცხადა სასტიპენდიო პროგრამები: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024. ეს უკანასკნელი გულისხმობს საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულთათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დაფინანსებას კონკურსის წესით. კონკურსანტის მიერ შერჩეული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს, არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის. განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე iec.gov.ge. |