ENG


საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი სამხატვრო აკადემიაში

17 / 03 / 2023

 
16 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი - ალი ქაან ორბაი. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის ვიცე-რექტორი, თინათინ კლდიაშვილი, დიზაინის ფაკულტეტის დეკანი - გიორგი იაშვილი, სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მინისა და კერამიკის ტექნოლოგი, იუნესკოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სპეციალისტი, სენჯერ სარი. სტუმარმა დაათვალიერა მხატვრული კერამიკის სტუდია-სახელონო. საუბარი შეეხო ურთიერთობების მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს, მათ შორის შედგა მოლაპარაკება კერამიკის ტექნოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვის თაობაზე.шаблоны для dle 11.2