ENG


ხათუნა მზარელუას საჯარო ლექცია, ბალეტ „ფრესკის“ ვიდეო ჩვენების თანხლებით

23 / 03 / 2023

 
საღამოს პირველ ნაწილში – ოდა ფრანგულ ბალეტს, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი ხათუნა მზარელუა სამი ისტორიული ბალეტის ფონზე: „ცისფერი მატარებელი“ (1924), „ბოლერო“ (1961, მორის ბეჟარის ვერსია) და „ღამის გადალახვა“ (2018) წარმოადგენს თავის პირველ წიგნს ცეკვაზე – „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე).

საღამოს მეორე ნაწილი კი მიეძღვნება ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფრანგ ქორეოგრაფს, ანჟელენ პრელჟოკაჟს. დასკვნით ნაწილში ნაჩვენები იქნება მისი ბალეტი „ფრესკა“.
თანამედროვე ფრანგული ბალეტის საღამოს მხარდამჭერები არიან: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, „ბალე პრელჟოკაჟი“, ვიდეო ვერსიის პროდიუსერი „ტელმონდისი“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, No 22, სამხატვრო აკადემია - ბიბლიოთეკის დარბაზი, II სართული
шаблоны для dle 11.2