ENG


საბინა შიხლინსკაიას ვორქშოფი აკადემიაში

28 / 03 / 2023

 
სტუდენტების საყურადღებოდ!
ოთხშაბათს, 29 მარტს, 12:00 საათზე - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (სამხატვრო აკადემიის კორპუსი, VI სართული, აუდიტორია N607), საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცნობილი არტისტი და დამოუკიდებელი კურატორი საბინა შიხლინსკაია, სამხატვო აკადემიის სტუდენტებისთვის ვორქშოფს გამართავს. შეხვედრის ფარგლებში, კურატორი ისაუბრებს თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებზე - ლოკალურ თუ გლობალურ ასპექტში. ვორქშოფზე წარმოდგენილი იქნება, მის მიერ, ბოლო წლებში განხორციელებული მხატვრული და საკურატორო პროექტები.
საბინა შიხლინსკაია, ცნობილი მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორია, მის სახელს უკავშირდება აზერბაიჯანში კონცეპტუალური ხელოვნების განვითარება. მუშაობს სხვა და სხვა მედიაში - პერფორმანსი, ვიდეო-არტი და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ბიენალესა თუ ექსპოზიციაში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1993 წლიდან, მისი უშუალო კურატორობით გაიმართა 70-ზე მეტი გამოფენა. იყო აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. 2022 წლიდან კი შიხლინსკაიამ გახსნა აზერბაიჯანში პირველი თანამედროვე ხელოვნების სკოლა. ამ პროექტის ფარგლებში, მისი პარტნიორია Yarat Contemporary Art Space.
шаблоны для dle 11.2