ENG


გამოფენა „მითი? ქალაქი?“

28 / 03 / 2023

 
4 აპრილს 18:00 საათზე, ფაბრიკას საგამოფენო სივრცეში “Project Space”, გაიხსნება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ფაკულტეტის მე-2 კურსის და მედია ხელოვნების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტების გამოფენა „მითი? ქალაქი?“. წარმოდგენილი სტუდენტური ნამუშევრები ბოდრიარის ტექსტის - „ქალაქი და სიძულვილი“ და ჩვენი არქაული მითოსის ალუზიებია.
მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, სოფო კორძახია, ნატა გელაშვილი, ლუკა იშხნელი, გიგი გიორბელიძე, ნიტა მაარე, ვიქტორია სარქისოვი, ელენე ლობჟანიძე, სალომე ტურაშვილი, ნიკა თვაური, ვალერია ვალიშვილი, მარიამ ქარციძე, მარიამ გოგიაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ქეთი დავითაძე, თინა ბიჭინაშვილი, ელიზაბედ ჯინჭარაძე. ლუკა ხოფერია, დეა დეკანოიძე, დავით გინდია, ეკატერინე ბაბინა, გიორგი კორთხონჯია, საბა გელაშვილი, მარიშკა წიკლაური, ნათია ტყაბლაძე, თათია მანგოშვილი, გიორგი ოკუჯავა, ნიკა ბუცინაშვილი, ნათია ბუხრაშვილი, ია ქვრივიშვილი, ელენე მანაგაძე, ნატალი შუბითიძე
პროექტის ავტორი: კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი
გამოფენის კურატორი: დათო კოროშინაძე
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა N8
გამოფენა გაგრძელდება 16 აპრილამდე
шаблоны для dle 11.2