ENG


ერასმუს მობილობის კონკურსი - ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია , პოლონეთი (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

29 / 03 / 2023

 
ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  პოლონეთის  ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში, 2 ადგილი - თსსა ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტისთვის 2023 წლის შემოდგომის სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 აპრილი, 2023
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  anamikeladze@hotmail.com, ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012

აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·               ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·                  პოლონეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი პოლონეთში  ჩასვლის შემდეგ.шаблоны для dle 11.2