ENG


ერასმუს მობილობის კონკურსი ესპანეთის, ქ. კასტელონის ხელოვნების სკოლაში (გრაფიკის მიმართულება)

29 / 03 / 2023

 
ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  ესპანეთის, ქ. კასტელონის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში- Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló,  http://www.easdcastello.org/, ქ. ვალენსიასთან ახლოს,     1 ადგილი - გრაფიკის მიმართულების სტუდენტისთვის     2023 წლის საშემოდგომო სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 აპრილი, 2023
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  anamikeladze@hotmail.com, ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012

 
 აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·         პოლონეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი პოლონეთში  ჩასვლის შემდეგ.
шаблоны для dle 11.2