ENG


ერასმუს მობილობის კონკურსი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების სტუდენტებისთვის, ავსტრია

30 / 03 / 2023

 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა ხელოვნების ისტორიის მიმართულების სტუდენტებისთვის (3 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი, ავსტრიის, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში
გთხოვთ  რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV  
·         ნიშნების ფურცელი
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
 
აპლიკაციის დედლაინი:  15 აპრილი, 2023
 
საკონტაქტო პირი:  ლოლა ციცხვაია lola.tsitskhvaia@art.edu.ge  597706175
 
აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.  
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ
шаблоны для dle 11.2