ENG


კონკუსი - იტალიის საელჩო საქართველოში

31 / 03 / 2023

 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე https://www.ied.edu/ied-x-idd-tbilisi-2023 და ელ. ფოსტის მისამართზე primosegr.tbilisi@esteri.it. გააგზავნონ შენობების, ინტერიერისა და/ან ტანსაცმლის დიზაინთან დაკავშირებული ორიგინალური პროექტები, რომლებშიც ასახული იქნება ქართული კრეატიულობის, დიზაინის, ხელოვნების და კულტურის კავშირი იტალიურ დიზაინთან, ხელოვნებასა და კულტურასთან. პროექტების მხატვრული ღირებულება შეფასდება იტალიასა და საქართველოს შორის სახელოვნებო და კულტურული კავშირის კუთხითაც.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, პროექტთან ერთად, ზემოაღნიშნული ელ.ფოსტის მისამართზე უნდა გააგზავნონ მოკლე სამოტივაციო წერილი თემაზე: "Why do I want to win the contest and what design means to me".
კონკურსში მონაწილეობის პირობებისა და პრემიებთან დაკავშირებული დეტალების სანახავად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკურსის წესებს ინგლისურ ენაზე:

https://ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/ka/ambasciata/news/dall_ambasciata/2023/03/opportunita-concorso-di-design_0.html

საკუთარი ორიგინალური პროექტის გაგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 26 აპრილის 15:00სთ-მდე (საქართველოს დროით). გამარჯვებულ ნამუშევრებს დიზაინის ევროპული ინსტიტუტისა (IED) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.
პირველი პრემიის სახით, გამარჯვებული მიიღებს დიზაინის ევროპულ ინსტიტუტის (IED) მიერ შემოთავაზებულ სტიპენდიას ალდო გალის სახელობის ხელოვნების აკადემიის ინგლისურენოვან საზაფხულო კურსზე "Digital Design and Fabrication: outdoor design" სასწავლებლად. გარდა ამისა, გაიცემა დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) მიერ დაწესებული პრემია, რომელიც გულისხმობს 2023 წლის დეკემბრამდე თავისუფალ წვდომას სხვადასხვა შემოქმედებით სფეროში ცოდნის გასაღრმავებლად სპეციალურად შექმნილ IED Smart Creativity-ის ონლაინ პლატფორმაზე, და ასევე, "ჟიურის პრიზი", რომელიც იტალიურ ნაწარმთან იქნება დაკავშირებული.
გამოგზავნილი პროექტები შესაძლოა გამოქვეყნდეს IED-ისა და საელჩოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.
#IDD2023
#beIT
шаблоны для dle 11.2