ENG


უინესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მეორე საერთაშორისო მოდელი ყაზახეთში

31 / 03 / 2023

 
მ.წ. 22-23 ივლისს ყაზახეთში, ქ. ალმატიში ჩატარდება ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ დაგეგმილ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის მეორე საერთაშორისო მოდელი.
მსოფლიო მემკვიდრეობის თემაზე დაგეგმილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება განკუთვნილია იუნესკოს წევრი სახელმწიფოს 16-დან 22 წლამდე პირთათვის. თითოეული ქვეყნიდან მონაწილეთა დელეგაცია უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ ორი ახალგაზრდისგან.
ყაზახეთის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია ფარავს მონაწილეების განთავსების, კვებისა და ალმატის ფარგლებში გადაადგილების ხარჯებს პროგრამის პერიოდისთვის. საერთაშორისო მგზავრობას უზრუნველყოფს თავად მონაწილე. მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა ხდება ონლაინ ფორმის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე
რეგისტრაციისა და მოთხოვნილი ვიდეო დოკუმენტაციის (იხ. დანართი: Regulations) წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 15 აპრილი.
Regulations
The Second International UNESCO Model under the patronage of UNESCO
Letterшаблоны для dle 11.2