|
12 აპრილი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, პროექტი ციკლიდან „სამყარო წახნაგების გარეშე“. სამხატვრო აკადემიის - არქიტექტურის ფაკულტეტის პედაგოგებსა და სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა-პრეზენტაცია გამართა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე არქიტექტორმა ნიკა ჯაფარიძემ. მან სტუდიო Architects of Invention-ის მიერ შექმნილი პროექტების რეტროსპექტიული მიმოხილვით წარმოადგინა პრეზენტაცია. დასასრულს გაიმართა დისკუსია. პროექტის ავტორი - არქიტექტურის ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი, ნესტან წიკლაური. |