ENG


მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების საყურადღებოდ!

4 / 05 / 2023

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების საყურადღებოდ!

4 მისს, 20:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართება საჯარო საუბარი თემაზე „მემკვიდრეობის ბრენდად გადაქცევა“. 2025 წლის გაზაფხულზე, იგეგმება გამოფენა სახელოწოდებით “GEORGIAN INFUSION”, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და ქვეყნის მრავალფეროვან კავშირებს ხელოვნებასთან.

პროექტის მთავარი მიზანია, ქართული მემკვიდრეობის ისტორიული და კულტურული მარშრუტების აღნიშვნა: ადრეული საუკუნეების, შუა საუკუნეების და თანამედროვეობის ხელოვნებისა და ხელობის შერწყმა, XX და XXI საუკუნეების თანამედროვე დიზაინერებთან.

პროექტის ფარგლებში მოხდება ვიზუალური ხელოვნების მასშტაბური მემკვიდრეობის თავმოყრა, როგორიცაა ეროვნული კოსტიუმები, ხელოვნების ნიმუშები, პრინტები, ქსოვილები, ნახატები, ფილმები, ქანდაკებები.

გამოფენის კურატორების მონაწილეობით, მოეწყობა საჯარო საუბარი.

Public Talk-ის ორგანიზატორია IERI STORE
Forbes Woman-თან პარტნიორობით
და TBC Concept-ისა და TBC WM-ის მხარდაჭერით.

მთავარ სპიკერებად მოწვეულნი არიან:
გაელ მამინი (Balenciaga Heritage-ის ყოფილი ხელმძღვანელი) და ანია მარჩენკო (ყოფილი Margiela-ს სცენოგრაფი). გაელი და ანია მოდის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტორიას გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მოდის ინდუსტრიაში: განიხილავენ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს და თანამშრომლობის პრაქტიკას ცნობილ ბრენდებთან.

Gaël Mamine - Balenciaga Heritage-ის და Pierre Bergé - Yves Saint Laurent-ის ფონდის კოლექციების ყოფილი ხელმძღვანელი. ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებში მოდის გამოფენების ასოცირებული კურატორი.

Ania Marchenko - სცენის დიზაინერი და სამხატვრო ხელმძღვანელი, დაამთავრა L'École nationale supérieure des Arts Décoratifs პარიზში 2004 წელს. 2003 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა Maison Martin Margiela-ში, როგორც მოდის სახლის გამოფენების სცენოგრაფი და ინტერიერის დიზაინერი. გასული წლის განმავლობაში ანიამ შექმნა სცენოგრაფია თანამედროვე ხელოვნების პროექტებისთვის, როგორიცაა გამოფენა "Martin Margiela in M WOODS" პეკინში და "Martin Margiela in LMoA" გამოფენა სეულში.

მსურველმა სტუდენტებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/kGHR7Sxg3hA4y1tv8шаблоны для dle 11.2