ENG


სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში

5 / 05 / 2023

 
4 მაისს, 100 წელი შესრულდა ქართველი მხატვრის, ედმუნდ კალანდაძის დაბადებიდან. თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინიციატივით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის, მხატვრის დარბაზში სპეციალური ტური მოეწყო. კურატორმა კოტე ბოლქვაძემ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, ედმუნდ კალანდაძის დარბაზი დაათვალიერებინა და ზოგადად ეპოქასა და მხატვრის შემოქმედებაზე ესაუბრა. шаблоны для dle 11.2