|
11 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამხატვრო აკადემიის რექტორმა - ყარამან ქუთათელაძემ და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - გიორგი შალუტაშვილმა მოაწერეს. |