ENG


ცნობილი ამერიკელი მხატვრის მაკარტურ ბინიონის ვორქშოფი

18 / 05 / 2023

 
16 მაისს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ესტუმრა და სტუდენტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა - მაკარტურ ბინიონიმ, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ჩიკაგოში. დეტროიტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო კრენბრუკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის განხრით. მისი სადიპლომო ნამუშევარი შესულია ნიუიორკის - უიტნის მუზეუმის კოლექციაში. 2017 წელს, მხატვრის ნამუშევარი „დ.ნ.მ.-ი, შავი ფერწერა V.“ გახდა ვენეციის ბიენალეს ჰაილაითი. არტისტს დღეს წარმოადგენენ მსოფლიოში განთქმული გალერეები: „ლეჰმან მაფენი (Lehmann Maupin)“  ნიუ-იორკში და ჰონგ კონგში, და „მასსიმო დე კარლო (Massimo de Carlo)“ მილანში და ლონდონში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ასევე ბოლო წლების ყველა დიდ არტ-ბაზარზე: „არტ ბაზელი (Art Basel)“ და „ფრიზი ლონდონი (Frieze London). ბინიონის პირველი დიდი სამუზეუმო სოლო გამოფენა გაიხსნა 2021 წელს, ფლორენციის „ნოვოჩენტო მუზეუმში - Museo Novecento“, სადაც ექსპოზიციის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ ფილმი მისი ბოლო წლების შემოქმედების შესახებ - „ენადაბმული: ვდგავარ: გავშეშდი: (მომდევნო აზრები)“, რეჟ. მარიკა მაიოროვა. აღნიშნული ფილმი ქართული თარგმანით, 2023 წლის 19 მაისს ნაჩვენები იქნება კინოთეატრ „ამირანში“. шаблоны для dle 11.2