|
დაიწყო ელექტრონული განაცხადების მიღება იტალიის მთავრობის მიერ 2023-2024 აკადემიური წლისთვის გამოყოფილ სტიპენდიებზე. სტიპენდიები ითვალისწინებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განათლების კურსებს, სამეცნიერო კვლევით პროგრამებსა და იტალიური ენისა და კულტურის კურსებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 9 ივნისი 14.00 სთ. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: studyinitaly.esteri.it |