ENG


სამხატვრო აკადემიის პროფესორების მობილობა - ბრატისლავაში

23 / 05 / 2023

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორების მობილობა - ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიაში - AFAD
14-19 მაისს, 2022-2023 აკადემიური წლის საანგარიშო გამოფენების კვირეულზე, თსსა წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ სლოვაკეთის, ქალაქ ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიაში, ერასმუს ტრენინგ მობილობის ფარგლებში. ვიზიტი განხორციელდა თსს აკადემიასა და ბრატისლავას აკადემიას შორის გაფორმებული, ერასმუს ინსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე.
ქალაქ ბრატისლავაში იმყოფებოდნენ:
თსსა ვიცე-რექტორი და ტექსტილის დიზაინის პროფესორი, თინათინ კლდიაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი და ერასმუს ინსტიტუციური კოორდინატორი - მაია ყიფიანი; სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის კინოს მიმართულების პროფესორი- სალომე სხირტლაძე და მოდის დიზაინის მიმართულების პროფესორი - ეკა ჩხუტიშვილი.
მათ მონაწილეობა მიიღეს ბრატისლავას აკადემიის ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტის, ტექსტილის დიზაინისა და მოდის დიზაინის მიმართულებების დასკვნითი სტუდენტური გამოფენების ნიშნების წერის პროცესში და ბრატისლავას აკადემიის ყველა ფაკულტეტის, დეპარტამენტის, სტუდიის საანგარიშო გამოფენების ღია კარის დღეზე, სადაც შედგა ამ მიმართულებების ხელმძღვანელი პირების - აკადემიური პერსონალის საანგარიშო მოხსენებები.
ბრატისლავას აკადემიის ინტერნაციონალიზაციის ვიცე-რექტორთან, Marcel bencik-თან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ორი სტუდენტის ერთ-სემესტრიან მობილობა ბრატისლავას აკადემიაში, ა.წ. შემოდგომის სემესტრში;
დაიგეგმა ხუთი პროფესორის ერასმუს მობილობა და ვორქშოფები თსსა სტუდენტებისთვის, სახვითი ხელოვნებისა და მედია ხელოვნების ფაკულტეტებზე, მაისი-ივნისის თვეში, პროფესორისა და სტუდენტების გაცვლითი, ერთ-კვირიანი შერეული ტიპის ინტენსიური სასწავლო მობილობა, BIP პროგრამის ფარგლებში. ასევე, სამომავლო გაცვლითი თანამშრომლობის პერსპექტივები.
шаблоны для dle 11.2