ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! გამოცდა ხაზვაში

23 / 05 / 2023

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემოქმედებითი ტური-გამოცდა ხაზვაში ჩატარდება 2023 წლის 29 და 30 მაისს.
 
1. აბიტურიენტი თსსა საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 08:00 საათზე,  წინა საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე.
2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
 • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი, სხვა შემთხვევაში აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე!
3. ხაზვის გამოცდაზე აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:
• შავი ფანქარი - ე.წ. მიკროპენი, დაფა რეიშინით, მზომი, ფარგალი, საშლელი და სახაზავები. A3 ფორმატის დასამაგრებლად შესაბამისი რაოდენობის ფურცლის სამაგრი (ჭიკარტი). საგამოცდო ფორმატი A3 გადაეცემა ადგილზე.
4.რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დაგვიანებული აბიტურიენტი შემოქმედებით ტურზე - ხაზვის გამოცდაზე არ დაიშვება.
5. თუ აბიტურიენტი არის შშმ ან/და სსსმ პირი და საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, წერილობით უნდა მიმართოს საგამოცდო ოფისს გამოცდის თარიღამდე არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე და წარადგინოს სათანადო სამედიცინო ცნობა, შესაბამისი ფუნქციური დარღვევის შესახებ, რათა საგამოცდო ოფისმა უზრუნველყოს თანაბარი გარემო-პირობები. საგამოცდო ოფისის მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს.
 
ხაზვის გამოცდის 29 მაისის სია
ხაზვის გამოცდის 30 მაისის სია

გაითვალისწინეთ! სიაში აბიტურიენტი წარდგენილია თავისი საიდენტიფიკაციო კოდის ნომრით!

მისამართი: გრიბოედოვის ქ. 22
шаблоны для dle 11.2