|
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2023 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ხაზვის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა იწარმოებს მიმდინარე წლის 3 ივნისს 10:00 საათიდან. საპრეტენზიო განაცხადის მიღება იწარმოებს 2 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. № 22-ში მდებარე თსსა სასწავლო კორპუსის შენობაში. საპრეტენზიო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა მიუთითოს აბიტურიენტისთვის მინიჭებული ინდივიდუალური კოდი. საპრეტენზიო განაცხადს თან უნდა დაერთოს საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი. სამხატვრო აკადემიის რეკვიზიტები:(ნებისმიერი ბანკიდან)სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიშიბანკის კოდი: TRESGE22 მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289 |