ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! გამოცდა ხატვაში

30 / 05 / 2023

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემოქმედებითი ტური-გამოცდა ხატვაში (გრაფიკა) ჩატარდება 2023 წლის 5, 6 და 7 ივნისს.
გამოცდა ხატვაში (ფერწერა) ჩატარდება 2023 წლის 8,9 და 10 ივნისს.
 
1. აბიტურიენტებისთვის  წინა საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 08:30 საათზე. (გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათი).
2. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს:
 • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი, სხვა შემთხვევაში აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე!
3.  აბიტურიენტმა სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამებზე:
ა) 5, 6 და 7 ივნისს საგამოცდო დღეს გამოცდაზე გრაფიკა თან უნდა იქონიოს შავი ფანქარი, ტუშის
კალამი და შავი ფლომასტერი;
ბ) 8, 9 და 10 ივნისს საგამოცდო დღეს გამოცდაზე ფერწერა თან უნდა იქონიოს ფერადი ფანქრები,
ფერადი ფლომასტერები, პასტელი, წყლის საღებავები - აკვარელი, აკრილი, ტემპერა და გუაში
(დასაშვებია შერეული მასალის/ტექნიკის გამოყენება);
გ) ორივე საგამოცდო დღეს გამოცდაზე თან უნდა იქონიოს სახატავი დაფა 70X50 ზომებით.
4.რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დაგვიანებული აბიტურიენტი შემოქმედებით ტურზე -ხატვის გამოცდაზე არ დაიშვება.
5. თუ აბიტურიენტი არის შშმ ან/და სსსმ პირი და საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს,
წერილობით უნდა მიმართოს საგამოცდო ოფისს გამოცდის თარიღამდე არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო
დღით ადრე და წარადგინოს სათანადო სამედიცინო ცნობა, შესაბამისი ფუნქციური დარღვევის შესახებ,
რათა საგამოცდო ოფისმა უზრუნველყოს თანაბარი გარემო-პირობები. საგამოცდო ოფისის მიერ
მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ფუნქციური დარღვევები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ
საგამოცდო გარემოს.

აბიტურიენტთა სიები:
ხატვა 5-8 ივნისი
ხატვა 6-9 ივნისი
ხატვა 7-10 ივნისი

გაითვალისწინეთ! სიაში აბიტურიენტი წარდგენილია თავისი საიდენტიფიკაციო კოდის ნომრით!
მისამართი: გრიბოედოვის ქ. 22шаблоны для dle 11.2