|
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2023 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ხატვის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა იწარმოებს მიმდინარე წლის 14 ივნისს 16:00 საათიდან და 15 ივნისს 11 საათიდან საპრეტენზიო განაცხადის მიღება იწარმოებს 13 ივნისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. ქ. თბილისი ზუბალაშვილის ქუჩის მხრიდან მდებარე თსსა სასწავლო კორპუსის შენობაში. საპრეტენზიო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა მიუთითოს აბიტურიენტისთვის მინიჭებული ინდივიდუალური კოდი. საპრეტენზიო განაცხადს თან უნდა დაერთოს საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გაითვალისწინეთ!!! გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი. (საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). სამხატვრო აკადემიის რეკვიზიტები: (ნებისმიერი ბანკიდან) სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიშიბანკის კოდი: TRESGE22 მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289 |