|
ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიის“ ფარგლებში, საქართველოს საფესტივალო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს „ევროპალიაში“. „ევროპალია“ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და ღონისძიებები ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. |