ENG


თსსა ახალი რასმუს პარტნიორი-ოვიედოს ხელოვნების უმაღლესი სკოლა

20 / 06 / 2023

 
12-16 ივნისს, თსსა ახალ ერასმუს პარტნიორ, ესპანეთის, ოვიედოს ხელოვნების უმაღლეს სკოლაში Escuela de Arte de Oviedo (1785 წლიდან !), ტრენინგ მობილობით იმყოფებოდა თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი და ერასმუს ინსტიტუციური კოორდინატორი, მაია ყიფიანი. მობილობის მიზანი იყო ინსტიტუტის და სპეციალობების (დაზგური გრაფიკა, ეფემერული არქიტექტურა, ქანდაკება და ინტერმედია) და ასევე, საერთაშორისო ოფისის ფუნქციონირების გაცნობა, შეხვედრა რექტორთან და პროფესორებთან, სამომავლო თანამშრომლობის დ საერთაშორისო ერთობლივი პროექტების (გაცვლითი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობების) დაგეგმვა ახალი აკადემიური წლის პერიოდშიшаблоны для dle 11.2