ENG


პროექტი - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები". ბორჯომი

21 / 06 / 2023

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები". მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა იაშვილი, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგები: პროფესორი მანანა ძიძიკაშვილი და დავით სილაგაძე და 6 სტუდენტი: მარიტა ხარაძე, ნინო გოგოლიძე, ეკა საპანაძე, მარი ელიავა, მარიამ ხოსროშვილი და რატი წიკლაური, ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ცენტრში - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობა გაცნეს. ასევე, მოსწავლეებს გადასცეს სახვითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები და ჩაატარეს მასტერკლასები. სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი თემატური ჯგუფების საქმიანობა გრძელდება დისტანციურად. პროფესორმა მაია იზორიამ წარმოადგინა პრეზენტაცია სამხატვრო აკადემიის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრის დირექტორი, ქეთევან ნოზაძე და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, დენის ნესტერენკო.шаблоны для dle 11.2